რეგფონდიდან ვანის მუნიციპალიტეტს 2 350 414 ლარის ღირებულების 6 პროექტი დაუფინანსდა

674

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ვანის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 6 პროექტი 2 350 414 ლარით დაუფინანსდა.

კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან ქალაქ ვანში გზების რეაბილიტაციას ჩუგნაძის ქუჩისა და სოლომონ II ქუჩის მეორე შესახვევში 431 117 ლარი, ხოლო თავისუფლების ქუჩის რეაბილიტაცია (III, IV,V,VI) 308 750 ლარი მოხამარდება.

ამავე ფონდიდან,  ზედავანი-გადიდის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 329 840, ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის (ინაშაურის მიმართულებით) 665 000, ხოლო სულორის ადმინისტრაციულ ერთეულში შოშიტაშვილების უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 81 890 ლარი დაიხარჯება.

ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბზვანის ადმინისტრაციული ერთეულის დაფნარი-ვანი-ბაღდათის მაგისტრალთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია რეგფონდიდან 533 817 ლარით დაფინანსდა.

აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 2 474 121 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ხარაგაულის, ხონის, ჭიათურის, წყალტუბოს, ქუთაისის, საჩხერის, სამტრედიის, თერჯოლისბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში.