თერჯოლის მუნიციპალიტეტს 7 პროექტი 3 330 000 ლარით დაუფინანსდა

1170

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თერჯოლის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 7 პროექტი 3 330 000 ლარით დაუფინანსდა.

კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან გზების რეაბილიტაციისთვის თერჯოლა-ახალთერჯოლა-ჩხარის დამაკავშირებელი გზაზე 460 206, სოფელ ქვედა სიმონეთში 508 998, ჩხარი-ძევრის დამაკავშირებელი გზაზე 210 077 ლარი, ხოლო, სოფელ გოდოგანი-ნაგარევის დამაკავშირებელ გზაზე 638 970 ლარი დაიხარჯება.

ამავე ფონდიდან, სოფელ ბარდუბანში წყლის სისტემის მოწყობას 793 990, სოფელ ძევრის ცენტრის კეთილმოწყობას 491 375,
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობას კი 226 384 ლარი მოხმარდება.

აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 3 505 263 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ხარაგაულის, ხონის, ჭიათურის, წყალტუბოს, ქუთაისის, საჩხერის, სამტრედიისვანის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში.