ქუთაისის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 8 პროექტი 6 180 229 ლარით დაუფინანსდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან გამოყოფილი თანხის სრული ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება.
კერძოდ, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას 3 480 300, ნიკეას პირველი შესახვევის გზის მშენებლობას 334 295, შ.კიკნაძის ქუჩის რეაბილიტაციას 218 038, გ.ტაბიძი ქუჩის რეაბილიტაციას 1 105 196, ლორთქიფანიძის ქუჩის კეთილმოწყობას 283 199, გუგუნავას ქუჩის (რკინიგზის გასწვრივ) რეაბილიტაციას 103 124, კლდიაშვილის მეორე და მეოთხე შესახვევის გზის მშენებლობას 181 077 ლარი, ხოლო,
ეზოების კეთიმოწყობას 475 000 ლარი მოხმარდება.
აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 6 505 504 ლარი დაიხარჯება.
ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ხარაგაულის, ხონის, ჭიათურის, წყალტუბოს, საჩხერის, სამტრედიის, თერჯოლის, ვანის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში.