ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

523

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა.

სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა და გათვლილია 120 მოსწავლეზე. საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემები, სკოლა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.

პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს მუნიციპალური განვითრების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ახალ პროგრამას იწყებს. ახალი პროგრამა, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებს.