სამტრედიის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 11 პროექტი 2 824 400 ლარით დაუფინანსდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან გამოყოფილი თანხის უმეტესი ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება.
კერძოდ, რეგფონდიდან ასფალტის საფარის მოსაწყობად ხორავას ქუჩაზე (თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალიდან გზაგამტარ ხიდამდე და გზაგამტარი ხიდიდან სოფელ ეწრის მიმართულებით) 259 455, სოფელ იანეთის მე-9 უბანში (მესხების უბანში) 234 602, სოფელ ღანირში (“ელიავას მინდორიდან” სამხრეთის მიმართულებით) 144 580, სოფელ დიდი ჯიხაიშში, ხონი-ჯიხაიში-იანეთის საავტომობილო გზიდან “ნიგვზების უბანში” 87 087, სოფელ დიდ ჯიხაიშის ცენტრიდან ეწერის მიმართულებით 574 544, ნაბაკევის თემის სოფელ ნინუაკუთხეში ღანირის მიმართულებით 131 413, სოფელ ნაბაკევიდან სოფელ ჩხენიშის მიმართულებით (გაგრძელება) 53 296, სოფელ ეწრის ცენტრიდან “ჯიქთუბნის” მიმართულებით (გაგრძელება) 258 335 ლარი დაიხარჯება.
ამავე ფონდიდან, პაპავას, სანაპიროს, არკადი გეგეშიძის, შრომისა და ლორიას ქუჩებზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას 579 692 ლარი მოხმარდება.
ასევე, ინფასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან ქალაქ სამტრედიაში კარლო კალაძის, კაპანაძის, მაიაკოვსკის მე-2 ჩიხის, წერეთლის მე-2 ჩიხის და 9 აპრილის პირველი ჩიხის გზების ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა 165 072 ლარით დაფინანსდა.
ამასთან, N1 ,N2, N3, N5, N6, N7, N9 და N11 საბავშვო ბაგა-ბაღების, ასევე, ეწერის, ზედა გომის, კულაშის, საჯავახოს, ტოლების, ჯიხაიშის N1 და ჯიხაიშის N2 ბაღების კეთილმოწყობას რეგფონდიდან 336 324 ლარი მოხმარდება.
აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 2 973 056 ლარი დაიხარჯება.
ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ხარაგაულის, ხონის, ჭიათურის, წყალტუბოს, ქუთაისის, საჩხერის, თერჯოლის, ვანის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში.