თვითმმართველობა ბევრისთვის გაუგებარი სიტყვაა, მაგრამ ის ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე პირდაპირ ახდენს გავლენას. ეს ქვიზი დაგეხმარება, შეამოწმო, რამდენად კარგად იცნობ სისტემას, რომელიც შენი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებაზე უნდა ზრუნავდეს.
დავიწყოთ!
ქვიზი მომზადებულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „საქართველოს მედია-კლუბი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს. ქვიზი მომზადებულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „საქართველოს მედია-კლუბი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს. სწორი პასუხი: მუნიციპალიტეტის მერია დაიმახსოვრე: მსგავსი პროექტები მუნიციპალიტეტს ეხება, ის გამოყოფს ადგილსაც და თანხასაც. მთავარია, თავადაც გამოიჩინო ინიციატივა და თუ სკვერი არ გაქვს, მოითხოვო. სწორი პასუხი: განათლების სამინისტროს დაიმახსოვრე: უმაღლესი განათლების საკითხები საქართველოში სრულად ცენტრალიზებულია. შესაბამისად, უნივერსიტეტების ავტორიზაციაც ამ სამინისტროს კომპეტენციაა. სწორი პასუხი: ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაიმახსოვრე: ევროპულ ქვეყნებში, სადაც მმართველობა დეცენტრალიზებულია, ასეთ საკითხებს რეგიონის დონეზე არსებული ხელისუფლება წყვეტს, მაგრამ ჩვენთან დეცენტრალიზაციის ხარისხი ძალიან დაბალია, სამხარეო დონეზე თვითმმართველობა საერთოდ არ გვაქვს და, ამიტომაც, ორ მუნიციპალიტეტს შორის არსებული გზის რეაბილიტაციის საკითხებს ცენტრში, კონკრეტულად კი, ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყვეტენ. სწორი პასუხი: მუნიციპალიტეტის მერიას დაიმახსოვრე: ქუჩის განათება მუნიციპალური სერვისია, ამიტომაც, მასზე პასუხისმგებელი მერიაა. არ დაგავიწყდეს, შენ მოთხოვნის უფლება გაქვს! სწორი პასუხი: მუნიციპალიტეტის მერია დაიმახსოვრე: მუნიციპალური სატრანსპორტო ქსელის დაგეგმვა და ოპერირება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა, ამიტომაც, თუ შენს ქუჩაზე, უბანსა თუ სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის, თამამად მოსთხოვე მერიას, ეს შენი უფლებაა! სწორი პასუხი: გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას (თბილისში – GWP-ის). დაიმახსოვრე: კანონით, ადგილობრივი წყალმომარაგების საკითხები მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მაგრამ, ამის მიუხედავად, ისევ და ისევ დეცენტრალიზაციის დაბალი ხარისხის გამო, მუნიციპალიტეტებში მაინც ოპერირებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკუთვნის. ასე რომ, თუ უწყლობას უჩივი, შენ და მერიამ ერთად უნდა მოითხოვოთ, რომ ეს სერვისი მართლაც გახდეს მუნიციპალური. სწორი პასუხი: მუნიციპალიტეტის მერია დაიმახსოვრე: ქუჩის მოძრაობის ცვლილებებს ადგილობრივი სამსახურები გეგმავენ, მაგალითად, ტრანსპორტის სამსახური. ამიტომაც, თუ საკითხის დაყენება გსურს, აუცილებლად მერიას მიმართე. სწორი პასუხი: მუნიციპალიტეტის საკრებულო დაიმახსოვრე: ბიუჯეტის პროექტს მერია ამზადებს, მაგრამ საბოლოოდ მას საკრებულო ამტკიცებს. თუმცა, გახსოვდეს, რომ ორივეს აქვს ვალდებულება, საბიუჯეტო საკითხებზე საჯარო განხილვები მოაწყოს. სწორი პასუხი: ადგილობრივი თვითმმართველობა დაიმახსოვრე: კანონმდებლობით, მუნიციპალური გზების მოწესრიგებაზე პასუხისმგებელი თვითმმართველობაა, თუმცა, ცენტრალური ხელისუფლების დახმარების გარეშე მაინც ვერაფერს ახერხებს – დაბალი ფისკალური დეცენტრალიზაციის წყალობით, ადგილობრივ ხელისუფლებას საკუთარი ფული იმდენად ცოტა აქვს, რომ ის არაფერს ჰყოფნის. ამიტომაც, მან უნდა მიმართოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს და შენი სოფლის გზის შეკეთებისთვის თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან მოითხოვოს. დაგვეთანხმე, რომ ხარისხიანი სერვისების მისაღებად ფისკალური დეცენტრალიზაცია უმნიშვნელოვანესია. სწორი პასუხი: მუნიციპალიტეტის მერიას დაიმახსოვრე: რა თქმა უნდა, ადგილობრივი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, სპორტული ობიექტები, მუნიციპალიტეტების განსახორციელებელია. თუმცა, გახსოვს, ხომ? მათ მწირი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ. ამ სისტემაში ამგვარი პროექტები, სამწუხაროდ, ხშირად შორეული პერსპექტივაა.Results
შენ ხარ შენი დასახლების შერლოკ ჰოლმსი – ყველაფერს იკვლევ, ყველაფერი იცი. ისიც გეცოდინება, რამდენად მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩაერთო. ნუ დაივიწყებ, რომ თვითმმართველობა, რეალურად, შენ ხარ!
შენს დასახლებაში რაც ხდება, თითქოს მხოლოდ სხვების საქმეა. დროა, მეტი იცოდე – შენი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება შენც გეხება!
#1. ვინ წყვეტს, სად მოეწყოს ახალი სკვერი შენს უბანში?
#2. შენს ქალაქში უნივერსიტეტის გასახსნელად ხელმოწერები შეაგროვეთ - ვის უნდა მიმართოთ?
#3. ორი მუნიციპალიტეტის ერთმანეთთან დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია სჭირდება. ვინ უნდა გააკეთოს?
#4. შენს ქუჩაზე განათება არ არის, ვის უნდა მიმართო?
#5. შენს უბანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის, ვინ აგვარებს?
#6. შენს ქალაქში წყალი გრაფიკით მოდის, ვის უნდა მიმართო?
#7. გინდა, რომ შენი ქუჩა ცალმხრივი გახდეს - ვინ წყვეტს?
#8. ვინ ამტკიცებს, რაში დაიხარჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი?
#9. შენს სოფელში გრუნტის ნაცვლად ასფალტიანი გზა არის დასაგები - ვინ შეძლებს?
#10. შენს უბანში სპორტდარბაზის აშენდება გინდათ. ვის უნდა მიმართოთ?