ტყიბულის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 2 პროექტი 1 228 700 ლარით დაუფინანსდა.
კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან მრავალბინიანი კორპუსების ლიფტების რეაბილიტაციას 100 000 ლარი მოხმარდება.
ამავე ფონდიდან სოფელ გელათში, მონასტერთან მისასვლელი ძველი გზის რეაბილიტაციისთვის 1 128 700 ლარი დაიხარჯება.
ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ხარაგაულის, ხონის, ჭიათურის, წყალტუბოს, ქუთაისის, საჩხერის, სამტრედიის, თერჯოლის, ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში.