როგორ აფერხებს პარტიულ ვერტიკალს დაქვემდებარებული თვითმმართველობა ადგილობრივ ინიციატივებს

123

ეს ისტორია იმაზეა, თუ როგორ აფერხებს პარტიულ ვერტიკალს დაქვემდებარებული თვითმმართველობა ადგილობრივ ინიციატივებს.

ალეკო სარდანაშვილი სოფელ ხვანჭკარაში 12 წლის წინ დაბრუნდა, ვენახი გააშენა, მამაპაპისეული სახლი მოაწყო და უკვე წლებია, ევროპელ სტუმრებს ამ მხარის განსაკუთრებულობის შესახებ უყვება.

დაბრუნებისთანავე იდეა გაუჩნდა, დაეარსებინა „ხვანჭკარის თასი“ – საფეხბურთო ტურნირი, რომელიც არა მხოლოდ რაჭის სოფლებს, არამედ იმერეთისა და სვანეთის გუნდებსაც აერთიანებდა.

წელს პირველად ტურნირი აღარ ჩატარდა: სტადიონი მიტოვებულია, საფარი – ამორტიზებული, ღობე – მორყეული, ელექტროგაყვანილობა კი უსაფრთხოების ელემენტარულ ნორმებსაც ვერ აკმაყოფილებს. ალეკო ფიქრობს, რომ თვითმმართველობა სტადიონს რეაბილიტაციას მისი კრიტიკული პოზიციების გამო არ უტარებს.

როგორია ცხოვრება რაჭაში, რასთან გამკლავება უწევთ იქ მუდმივად მცხოვრებ ადამიანებს, რატომ ვერ ხდება რაჭის ტურისტული პოტენციალის განვითარება და როგორ უნდა იქცეოდეს პასუხისმგებლიანი ადგილობრივი თვითმმართველობა განსაკუთრებით იქ, საიდანაც ბევრი მიდის, საცხოვრებლად კი მხოლოდ ერთეულები ბრუნდებიან.