ბაღდათის მუნიციპალიტეტს რეგფონდიდან 3 პროექტი 2 658 340 ლარით დაუფინანსდა

1001

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ბაღდათის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 3 პროექტი 2 658 340 ლარით დაუფინანსდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რეგფონდიდან გამოყოფილი თანხა სრულად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.

კერძოდ, რეგფონდიდან სოფელ პირველ ობჩაში მთისძირისკენ მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას
451 760 ლარი, ხოლო, სოფელ დიმში მამუკაშვილების შესახვევიდან ეკლესიამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას 400 000 ლარი მოხმარდება.

ამავე ფონდიდან, სოფელ ფერსათისა და სოფელ შუბანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რკ/ბეტონის საფარის მოწყობისთვის 1 806 580 ლარი დაიხარჯება.

აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 2 658 340 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ხარაგაულის, ხონის, ჭიათურის, წყალტუბოს, ქუთაისის, საჩხერის, სამტრედიის, თერჯოლის, ვანისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში.