აბანოსხევი-დავათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

300

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში აბანოსხევი-დავათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი 4.4 კმ-იან გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგებასა და სანიაღვრე არხების მოწყობას ითვალისწინებს.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის განვითარების ფონდებიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ხორციელდება.

ასევე, გრძელდება ხოფცა-ზარიძეების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტი 2 კმ-მდე მონაკვეთზე ორი ფენა ასფალტის დაგებას, არსებული ხიდ-ბოგირებისა და სანიაღვრე არხების მოწყობას ითვალისწინებს.