ზუგდიდში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

895

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩხოუშსა და ოდიშში სკვერი მოეწყო; ოდიშში, კ.გამსახურდიას ქუჩაზე და ვაჩნაძის I, II, III ჩიხებში გარე განათება მოეწყო; ასევე, გარე განათება მოეწყო კორცხელშიც; ჭკადუაშში, ზედა სამანიოსა და ზედა სანაჭყებიოში მოსაცდელების მოწყობა მიმდინარეობს; მოსაცდელი ეწყობა ჯიხაშკარშიც.

ბაშსა და ჩოუშში კი საბავშვო ბაღის ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს; ყულიშკარსა და ალერტკარში კი წისქვილები შენდება. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” ამ ეტაპზე 48 პროექტია დასრულებული.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ბაღმარანის უბანში წყალმომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება კი 979 970 ლარია. პროექტის დასრულების შემდეგ 130 ოჯახს წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდება.

ასევე, ყულიშკარში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოთახებს და შეიცვალა შენობის სახურავი. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 65 253 ლარია.