ქუთაისის მერია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ოქროს ჩარდახის რეაბილიტაციას იწყებს

666

ქუთაისში ოქროს ჩარდახის რესტავრაცია-რეაბილიტაცია იგეგმება. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი [NAთ220027710] უკვე გამოაცხადა.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 055 770 ლარია.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მიმწოდებელმა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით უნდა განახორციელოს.

იმერეთის მეფეთა სასახლის რეაბილიტაციის პროექტის შედგენაზე მუნიციპალიტეტმა 75 000 ლარის ტენდერი დაახლოებით ერთი წლის წინ გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი ოთხ ეტაპად უნდა განხორციელებულიყო: კვლევითი სამუშაოების ჩატარება, რეაბილიტაციის პროექტის მომზადება, დეტალური ხარჯთაღრიცხვა და პროექტის ზედამხედველობა.

წინადადების მიღება 5 იანვრიდან დაიწყება და  ხუთ დღეში დასრულდება.