რა ცვლილებები იგეგმება თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ 2020 წლიდან თბილისში დამატებით, 200 ახალი თანამედროვე სტანდარტის, 18-მეტრიანი ელექტროავტობუსი შემოვა და მათთვის სპეციალური სწრაფი გადაადგილების დერეფნები შეიქმნება. ამასთან, თბილისის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით სხვადასხვა სიახლეებსა და ცვლილებებზე ისაუბრა.

“2020 წლიდან თბილისში დამატებით, 200 ახალი სტანდარტის 18-მეტრიანი ელექტროავტობუსი შემოვა და მათთვის სპეციალური სწრაფი გადაადგილების დერეფნები შეიქმნება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, მოგვარება, განახლება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გვაქვს გადადგმული. არსებული ავტობუსების პარკი მძიმე მდგომარეობაშია, რომელიც 2019 წლის ბოლოსთვის სრულად ჩანაცვლდება. უკვე შეძენილია დიზელზე მომუშავე ევრო 6, MAN-ის ფირმის 10-მეტრიანი 90 ახალი ავტობუსი, რომელიც საქართველოში თებერვლიდან შემოვა. ასევე, დასრულდა 220 დიზელისძრავიანი რვამეტრიანი ავტობუსის შესყიდვის სატენდერო პროცედურა და გამარჯვებული კომპანია მალე გამოვლინდება. 2019 წელს ვამზადებთ ტენდერს 240 ერთეული CNG და ელექტროძრავზე მომუშავე რვა და 10-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად. როგორც დაგპირდით, 2019 წლის ბოლოსთვის ავტობუსების შესყიდვის პროცესი სრულად იქნება დასრულებული“, – განაცხადა კალაძემ.

თბილსისი მერია, ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, საერთო ჯამში 750 ავტობუსს შეიძენს, რითაც არსებულ ძველ ავტობუსებს მთლიანად ჩაანაცვლებს და მათ რაოდენობას 200 ავტობუსით გაზრდის.

მერიის ინფორმაციით, 2019 წელს თბილისს ავტობუსების ქსელის მოწყობის დეტალური პროგრამა ექნება, რომელსაც ფრანგული კომპანია “სისტრა“ ამუშავებს; მათივე ცნობით, ეწყობა 11 ძირითადი სატრანზიტო დერეფანი, რომელიც დიდი ტევადობის კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაიტვირთება. ამასთან, როგორც მერიაში აცხადებენ, სწრაფი გადაადგილებისთვის 11-ვე დერეფანზე გამოიყოფა ავტობუსის ზოლები, რაც კერძო ტრანსპორტთან შედარებით, მგზავრობის დროს შეამცირებს.

“უკვე გვაქვს კონკრეტული ქუჩები – შარტავა-კოსტავას მონაკვეთები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის შესაბამისი ზოლებია მოწყობილი. მდინარე მტკვრის საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების კვლევის ჩატარებაში თბილისის მერიას აზიის განვითარების ბანკი (ADB) ეხმარება, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო. ამ მიმართულებით, ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს. ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ და მტკვარი შესაბამისად გამოვიყენოთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ასევე, ცნობილია, რომ ახალ ავტობუსებში უფასო WI FI დამონტაჟდება. ხოლო, შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე სპეციალური შუქნიშნები დააყენეს, რომელიც ჯერ ავტობუსს გაატარებს და შემდეგ კერძო ავტომობილს.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო, თბილისში 200-მდე მიკროავტობუსი და 100-მდე ავტობუსი გაჩერებულია.

კალაძის თქმით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება თბილისის “მეტროპოლიტენსაც“ შეეხება. კერძოდ, მიმდინარეობს და დაგეგეგმილია, ჯამში, 22 მეტროსადგურის რეაბილიტაცია. მისი ინფორმაციით, სექტემბერში “მეტროპოლიტენს“ ოთხი ახალი შემადგენლობა, ხოლო თებერვალში კიდევ 4 შემადგენლობა დაემატება და საერთო ჯამში, 2018-2021 წლებში თბილისის “მეტროპოლიტენს“  12 ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი შემადგენლობა ექნება, რითაც მოცდის რეჟიმი საგრზნობლად შემცირდა; კალაძის თქმით, უკვე გაიზარდა მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებელიც.

“აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერითა და თანადგომით, მეტროსადგურ “სამგორიდან“ ლილოს მიმართულებით, ახალი მიწისზედა მეტროს მშენებლობა იწყება. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერმინისტრს, რადგან მსგავსი პროექტების განხორციელება დედაქალაქის მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწრაფი და იაფი ტრანსპორტის განვითარებით კი, ახალ მარშრუტებზე წვდომა 260 000 მოქალაქეებს გაუჩნდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ამ მიმართულებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ სხვა სიახლეებს, მერიის ცნობით, კომპანია “სითი პარკთან“ ხელშეკრულება გაუქმდა და პარკირების მართვის სისტემა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადაეცა. ამოქმედდა თბილისის პარკინგის მომსახურების სერვის ცენტრი; გამოიცვალა პარკინგის 9000 ნიშანი და დაიხაზა და კეთილმოეწყო 8 000 კვ.მ პარკირების ადგილი.

ასევე, ცნობილია, რომ მიმდინარე წელს ტაქსით მომსახურებაზე ნებართვის გაცემა დაიწყო. პირველი ოქტომბრიდან კი არალიცენზირებულ ტაქსებს მგზავრთა გადაყვანა აეკრძალათ, თუმცა ლიცენზიის გაცემა გრძელდება. 3 დეკემბრის მონაცემებით, უკვე გაცემულია 22 849 ნებართვა, საიდანაც 60-მდე ნებართვა, ქალ მძღოლებზეა გაცემული. ამასთან, არარეგისტრირებული ტაქსი ჯარიმდება 200 ლარით. ასევე, ცნობილია, რომ ლიცენზიის საფასური ჩვეულებრივი შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარი, ჰიბრიდებისთვის 50 ლარი, ხოლო ელექტრო ავტომობილებისთვის უფასოა.

“როდესაც ტაქსების რეფორმაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, თუ რა შეღავათებს მიიღებენ ტაქსის მძღოლები თბილისის მერიისგან. რეგისტრაციაგავლილი ტაქსებისთვის, უკვე გამოიყო სპეციალური, უფასო საპარკინგე ადგილები. ნებართვის მფლობელი ტაქსის მძღოლები გათავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადისგან. ავტომანქანებზე ასევე, გამოიყოფა სარეკლამო ადგილები. მძღოლებს უფასოდ გადაეცემათ ტაქსის მანათობელი ნიშნები, ქიმწმენდისა და ღებვის ვაუჩერები“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა და აღნიშნა, რომ რეფორმის განხორციელების შედეგად, დედაქალაქში სუფთა და მოწესრიგებული ტაქსები იმოძრავებენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ ტაქსების უფასო პარკირებისთვის, დედაქალაქის მასშტაბით, 274 ადგილზე გათვლილი 86 ადგილი შეარჩია. მათი განლაგების სქემის ხილვა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე. დედაქალაქში 9 მისამართზე ტაქსების პარკირების ადგილები უკვე დაიხაზა.

2019 წლის 1 ოქტომბრიდან, დედაქალაქში ყველა ტაქსი ერთი ფერის – თეთრი იქნება, ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის თეთრად გადაღებვის შემთხვევაში მანქანის პასპორტის შეცვლაც მოუწევთ, რომელიც 35 ლარი დაუჯდებათ.

ტაქსის მძღოლებმა 2 წლით მანქანაზე იმ კომპანიის რეკლამა უნდა განათავსონ, რომელიც გადაღებვის ვაუჩერს გადასცემთ. ამასთან, თბილისში თეთრი ფერის გარდა, გარკვეულ შემთხვევაში სხვა ფერის ტაქსებიც იმოძრავებენ. 2019 წლის ოქტომბრიდან კი მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურება აიკრძალება.

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილის ინიციატივით, ნასამართლევ პირებს, შესაძლოა, ტაქსის მძღოლობა აეკრძალოთ.

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერია ყოფილი მუზეუმის შენობაზე 7 000 ლარიანი ბანერის განსათავსებლად ტენდერს აცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიწისზედა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში, კომპანიონ ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობისათვის, ელექტრონულ ტენდერს
როგორც თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ბასილაიამ განაცხადა, ღამის ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავების
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მუნიციპალური განვითარების ფონდმა გუდაურში, კობსა და ბაკურიანში ავტოსადგომების პროექტირებასა
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირხონისში, ლაგვანთაში, ღარსა და ნიგვზნარაში ახალი ამბულატორიები აშენდება. ახალი ამბულატორიების მშენებლობაზე 210
წინა სტატია თბილისის მერია ავტობუსის ფერის შესარჩევად ფეისბუქზე გამოკითხვას ატარებს. მერია მოქალაქეებს ავტობუსის 2 ფერს
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების  ფონდიდან დაფინანსებულ  210  პროექტზე ამ დროისთვის სხვადასხვა სახის სამუშაო მიმდინარეობს. საერთო ჯამში
მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. აჭარის ფინასნთა და ეკონომიის სამინისტროს ინფრომაციით,
ახალციხის მერიამ ქალაქში მდებარე ხელოვნურ ტბაზე არსებული ნავმისადგომის რეაბილიტაციასა და ნავებისთვის ახალი ბაქანის მოწყობაზე 22
ქვეშის საბავშვო ბაღს USAID-ის პროექტმა "ზრდა“ რეაბილიტაციის პროექტი გადასცა. "პროექტი საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო ნაწილის
ქუთაისის მერია ნაგვის კონტეინერების შეძენისთვის 70 000 ლარს დახარჯავს. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი მერიამ  უკვე  გამოაცხადა. წინადადებების
წინა სტატია ქუთაისში, რიონისპირა სახლების პროექტის ფარგლებში, 41 სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტი ტურისტულად მიმზიდველი გარემოს
ზღვისპირა სოფელი, სადაც მოსახლეობა მოუწესრიგებელ გზაზე გადაადგილდება. ციხისძირში მცხოვრებლები ინფრასტრუქტუის კეთილმოწყობას წლებია ითხოვენ. რატომ არ
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ავტობუსების შესაძენად
%d bloggers like this: