თბილისში მოწყობილ „საახალწლო სოფელში“ კონცერტები დღეიდან 13 იანვრის ჩათვლით ყოველდღიურად გაიმართება. გარდა იმისა, რომ ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩაზე საბავშვო გასართობი წარმოდგენები, გასართობი აქტივობები და სადღესასწაულო მსვლელობები მოეწყობა, ასევე, იგეგმება სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებისა და მომღერლების საღამოები.
კონცერტების ციკლი „საახალწლო სოფლის“ გახსნით დაიწყება. ყოველდღიურად დაგეგმილია არაერთი გასართობი სადღესასწაულო პროგრამა თუ კონცერტი.