კალაძე: ახალ ავტობუსებში უფასო WI-FI დამონტაჟდება

790

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში კომფორტული გარემოს შექმნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალ ავტობუსებში უფასო უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდება.

“საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე კომფორტული, უნდა იყოს სწრაფი და რა თქმა უნდა ეკოლოგიური მდგომარეობაც, დღეს ყვითელი ავტობუსები საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს და ესეც იქნება მოგვარებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სატრანსპოსტო კომპანიის ცნობით, 2019 წლის იანვრიდან, ახალი ავტობუსების შემოყვანის პარალელურად დედაქალაქში მოძრავ ავტობუსებში უფასო WI-FI-ს დამონტაჟება იგეგმება.