დიდუბესა და დიღმის მასივში მოსასვენებელი სივრცეები მოეწყო

490

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობამ დიდუბესა და დიღმის მასივში მოსასვენებელი სივრცეების მოწყობა დაასრულა.

„მოსასვენებელი სივრცეები დიღმის მასივის პირველი კვარტლის მერვე კორპუსის მიმდებარედ და თევდორე მღვდლისა და თემურ ფიფიას ქუჩების კვეთაზე მოეწყო.

სკვერების ტერიტორია, ჯამში, 4 000 კვ.მ ფართობს მოიცავს. პროექტის მიხედვით დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო განათების სისტემა. სივრცეში განთავსდა საბავშვო და სპორტული ზონები, საპარკო სკამები და ურნები. ასევე, განხორციელდა გამწვანების სამუშაოები, დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარე.

პროექტების განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 541 560 ლარი გამოიყო,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.