ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის თეთრად გადაღებვის შემთხვევაში მანქანის პასპორტის შეცვლაც მოუწევთ

1078

წინა სტატია

ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის თეთრად გადაღებვის შემთხვევაში მანქანის პასპორტის შეცვლა მოუწევთ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

რეგისტრაციის მოწმობაში ავტომანქანის სხვა მონაცემებთან ერთად მისი ფერიც არის მითითებული. აღსანიშნავია, რომ მანქანის პასპორტის შეცვლა მძღოლებს 35 ლარი დაუჯდებათ.

“მოქალაქე, რომელსაც სურს მის მფლობელობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას შეუცვალოს ფერი, ვალდებულია გადაღებვის შემდეგ წამოადგინოს ავტომობილი მომსახურების სააგენტოში. სატრანსპორტო საშუალება გაივლის სტანდარტულ დათვალიერებას, რომლის საფუძველზეც სარეგისტრაციო დოკუმენტში განხორციელდება ცვლილება და მფლობელი მიიღებს ახალ სარეგისტრაციო მოწმობას“, – განუცხადეს შსს-ში.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლის ოქტომბრიდან დედაქალაქში მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ. ამასთან, 2019 წლის ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურება აიკრძალება.