ტესტი ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებისათვის

9278

Results

გილოცავ! არაჩვეულებრივი შედეგია! არადა, კითხვები სულაც არ იყო მარტივი 🙂 დაელოდე ჩვენს მომდევნო ტესტებს. ვნახოთ, როგორ გაართმევ თავს 🙂

თუ თვითმმართველობის მოხელე ხარ, კითხვებზე სწორი პასუხების გაცემა არ უნდა გაგჭირვებოდა 🙁 ხშირად ესტუმრე ჩვენს ვებგვერდს და უფრო მეტს ისწავლი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. მანამდე კი შენ მიერ გაცემული პასუხების ქვემოთ სწორი პასუხები ნახე იმისათვის, რომ გაიგო, რა შეცდომა დაუშვი 🙂

შემდეგ

#1. მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი წარადგინა მუნიციპალიტეტის მერმა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, სამართლებრივად შეაფასეთ მერის მოქმედება:

დაიმახსოვრე: მერის მოქმედება არაკანონიერია, რადგან საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაკლებ 3 წევრს

შემდეგ

#2. მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოს წინაშე წერილობით დასვა საკითხი საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა თავმჯდომარე გადააყენა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, სამართლებრივად შეაფასეთ საკრებულოს მოქმედება:

დაიმახსოვრე: არაკანონიერია, რადგან მერს არ გააჩნია უფლებამოსილება, დასვას საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი

შემდეგ

#3. საკრებულოს წევრი, რომელმაც დაარღვია პარტიული დისციპლინა, არ დაემორჩილა წარმდგენი პოლიტიკური პარტიის წესდებას და განაწესებს, გარიცხეს პარტიიდან. ამასთან, პარტია მას უყენებდა ბრალდებებს, რომ ის თავს არიდებდა ამომრჩევლებთან ყოველდღიურ კონტაქტს. პარტიამ განცხადებით მიმართა საკრებულოს ამ წევრის სხვა წევრით ჩანაცვლებაზე, რაც საკრებულომ დააკმაყოფილა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, სამართლებრივად შეაფასეთ საკრებულოს მოქმედება:

დაიმახსოვრე: უკანონოა, რადგან საკრებულოს წევრის გაწვევა დაუშვებელია

შემდეგ

#4. მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტის 27 თემიდან მხოლოდ 15 თემში დანიშნა თავისი წარმომადგენელი. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, სამართლებრივად შეაფასეთ მერის მოქმედება:

დაიმახსოვრე: კანონიერია, რადგან მერი არ არის ვალდებული, წარმომადგენელი დანიშნოს ყველა თემში

შემდეგ

#5. მუნიციპალიტეტის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დასაწყებად საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა ინიციატივა დაარეგისტრირა საკრებულოში ისე, რომ არ წარუდგენია სამართლებრივი დასაბუთება. საკრებულოში კენჭისყრაზე დადგა საკითხი უნდობლობის პროცედურის დასასრულებლად. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, სამართლებრივად შეაფასეთ საკრებულოს მოქმედება:

დაიმახსოვრე: კანონიერია, რადგან მერის მიმართ უნდობლობის პროცედურის დაწყებას არ სჭირდება სამართლებრივი დასაბუთება

შემდეგ

#6. მუნიციპალიტეტის მერმა საკუთარი კანდიდატურა დააყენა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე, რის გამოც საკრებულომ იმსჯელა და მას შეუწყვიტა უფლებამოსილება. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, სამართლებრივად შეაფასეთ საკრებულოს მოქმედება:

დაიმახსოვრე: არაკანონიერია, რადგან საკრებულოს ამ საფუძვლით მერისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის უფლებამოსილება არ გააჩნდა

შემდეგ

#7. საკრებულომ განკარგულებით მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაადგინა შინაური ცხოველების ყოლის წესები. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, სამართლებრივად შეაფასეთ საკრებულოს მოქმედება:

დაიმახსოვრე: უკანონოა, რადგან საკრებულოს არ ჰქონდა ამ გადაწყვეტილების განკარგულებით მიღების უფლებამოსილება

შემდეგ

#8. მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო ნორმატიული აქტი მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებების შექმნის, დაფინანსებისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის წესის განსაზღვრის შესახებ და დასკვნისთვის გადაუგზავნა განათლების სამინისტროს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, სამართლებრივად შეაფასეთ საკრებულოს მოქმედება:

დაიმახსოვრე: უკანონოა, რადგან საკრებულოს ნორმატიული აქტი დასკვნისთვის ეგზავნება პრემიერ-მინისტრს

შემდეგ

#9. მუნიციპალიტეტის მერმა მის მიერ გამოცემული ბრძანება გადაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რადგან მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სამართლებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, სამართლებრივად შეაფასეთ მერის მოქმედება:

დაიმახსოვრე: უკანონოა, რადგან მერის ბრძანებაზე არ ვრცელდება სამართლებრივი ზედამხედველობა

Finish