2019 წლის ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურება აიკრძალება

904

წინა სტატია

2019 წლის ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურება აიკრძალება, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძე ტაქსების ლიცენზირების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან, ლიცენზიის გარეშე ტაქსის მომსახურების შემთხვევებზე მერიას მკაცრი რეაგირება ექნება.

„როგორც იცით, პირველი ოქტომბრიდან აღნიშნული სერვისის გაწევა ლიცენზიის გარეშე შეუძლებელია. მინდა, ყველა თავიდანვე გავაფრთხილო, რომ ვისაც ნებართვა არ ექნება, ძალიან მკაცრი მიდგომები იქნება – ჯარიმა 200 ლარს შედგენს. ნებართვის ერთი წლის საფასური ჩვეულებრივი, შიგაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარი იქნება, ჰიბრიდებისთვის – 50 ლარი, ხოლო ელექტროძრავიანი ავტომობილებისთვის – უფასო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლის ოქტომბრიდან დედაქალაქში მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ.