თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამგორი-ლილოს დამაკავშირებელი მიწისზედა მეტრო 150 000 მგზავრს მოემსახურება, ტენდერი კი, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს გამოცხადდება. მიწისზედა მეტრო 2-3 წელში აშენდება.
კალაძის თქმით, მიწისზედა მეტროს სადგური უკვე არსებულ სადგურს დაუკავშირდება სამგორში. როგორც კალაძემ აღნიშნა, ხაზზე 7 მეტროსადგური მოეწყობა და პირველ ეტაპზე ლოდინის დრო 10 წუთი იქნება.
თბილისის მერმა კახა კალაძემ და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ “მწვანე პოლიტიკა – ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადეს, რომ 2019 წლის ბოლოს დაიწყება ახალი მიწისზედა მეტროს მშენებლობა სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ასევე, მეტროს განვითარების მეორე ეტაპზე იგეგმება თბილისი-რუსთავის დაკავშირება მიწისზედა მეტროს საშუალებით.