მარნეულში “ევროპული საქართველოს” წევრები და მომხრეები, მერიასთან, საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან გიორგაძის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბნენ.
ისინი მარნეულში 29 სექტემბერს მომხდარი დაპირისპირების მთავარ ფიგურანტად, სწორედ ამირან გიორგაძეს მოიხსენიებენ და მომხდარ ფაქტზე მისგან, პასუხს ითხოვენ.
ცნობისთვის, 29 სექტემბერს, ღამით, მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც. “მთავარი არხის” ჟურნალისტის თქმით, ისე უმოწყალოდ ცემდნენ ერთი სული ქონდა იქიდან გაესწრო. მისივე განცხადებით, მინიმუმ 5-6 კაცი ცემდა, საიდანაც ორი პირის ამოცნობა შეუძლია.
ექიმის განცხადებით, მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულ პირებს ტვინის შერყევა აღენიშნებათ.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო და პირები, ვინც მარნეულში აქტივისტებს ქველაძეს და მუმლაძეს თავს დაესხნენ იდენტიფიცირებული არიან.
მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს მედია-კლუბი”, რომელმაც მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ გადააყენოს გიორგაძე დაკავებული თანამდებობიდან.