მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა სარწყავი არხების გაწმენდის რეაბილიტაციის ტენდერი გამოცხადდა.
პროექტის ღირებულება 81 273 ლარია.
ხელშეკრულების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები უნდა დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 1 მარტის ჩათვლით. მიმწოდებელს ობიექტის კონკრეტული მისამართი, შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ან/და დეფექტური აქტი და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით.
მარნეულის მერიამ შიდა სარწყავი არხების გაწმენდის რეაბილიტაციის სამუშაოების ტენდერი 9 დეკემბერს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შევსება 17-20 დეკემბრის პერიოდში შეეძლებათ.