მარნეულის 8 სოფელში სარწყავი არხები მოეწყობა

362

2022 წლის სოფლის მხარდაჭეის პროგრამის ფარგლებში მარნეულის მერია მუნიციპალიტეტის 8 სოფელში სარწყავი არხების მშენებლობას გეგმავს. მარნეულის მერიამ სოფელბში სარწყავი არხების მშენებლობისათვის სამი გამარტივებული შესყიდვა განახორციელა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

მარნეულის მერიასა და ინდივიდუალურ მეწარმე ასრად მუსაევს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სოფლის პროგრამის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში სარწყავი არხის მშენებლობის, ხოლო სოფელ ვერხვიანში და სოფელ ჯანხოში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობის სამუშაოები განხორციელდბეა. აღნიშნულ სამუშაოებში მარნეულის მერია 38 936 ლარს და 46 თეთრს გადაიხდის.

სოფლების მიხედვით თანხები ასე გადანაწილდა:

  • სოფელი საიმერლო – 19477 ლარი და 80 თეთრი
  • სოფელი ვერხვიანი – 9737 ლარი და 96 თეთრი
  • სოფელი ჯანხოში – 9720 ლარი და 70 თეთრეი

დარჩენილი ორი გამარტვიებული შესყიდვა მარნეულის მერიამ შპს BNB-სთან გააფორმა. სოფელ გაჯისაქენდში სარწყავი წყლის სიტემის და სოფელ საბირქენდში სარწყავი არხის მშენებლობის სამუშაოებისათვის მარნეულის მერია 24 253 ლარს და 40 თეთრს დახარჯავს. აქედან 13 232 ლარი სოფელ გაჯისქენდისათვის, ხოლო 11 021 ლარი სოფელ საბირქენდისთვისაა გათვალისწინებული. ამავე კომპანიასთან გაფორმებული მეორე გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, სოფელ მეწამულაში სანიაღვრე/სარწყავი არხის მშენებლობის, ხოლო სოფელ ხიხანში და სოფელ პატარა ბეგლიარში სარწყავი არხის მშენებლობის სამუშაოებში 36 735 ლარი დაიხარჯება.

სოფლების მიხედვით თანხები შემდეგნაირად განდანაწილდა:

  • სოფელი მეწამულა – 9 719 ლარი და 55 თეთრი
  • სოფელი ხიხანი – 15 317 ლარი და 10 თეთრი
  • პატარა ბეგლიარი- 11 698 ლარი და 80 თეთრი