მარნეულში, რუსთაველის ქუჩის ნაწილზე, მარნეულის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაადგილება შეზღუდულია. გადაადგილება საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონიის გამოა შეზღუდული.
აღნიშნული შეზღუდვის გამო, ავტომობილებს ალგეთისა და წერეთლის მიმართულებით გადაადგილება გიორგაძის ქუჩიდან შეეძლებათ.
საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონია მუნიციპალიტეტში 13:00 საათიდან დაიწყო და 19:40 საათამდე გაგრძელდება.
ღონისძიების განრიგი:
- 13:00 სთ – 18:00 – ხელნაკეთი ნივთების და საახალწლო ტკბილეულის გამოფნა-გაყიდვა;
- 13:00 სთ – 16:00 – ანიმაციური ფილმების ჩვენება ღია სივრცეში (პოლარული ექსპრესი, საშობაო ზღაპარი და კლაუსი);
- 16:00 სთ – 18:00 – ანიმატორების შოუ მუსიკალური გაფორმებით;
- 17:00 სთ – თოვლის ბაბუა ელფების დახმარებით ბავშვებს დაურიგებს საჩუქრებს;
კონცერტი: - 18:00 სთ – 18:20 სთ – გორის გოგონათა გუნდი – საახალწლო სიმღერების მიქსი;
- 18:30 სთ – ნაძვის ხის ანთება;
- 18: 40 სთ – 19:40 – ღამის შოუს ბენდი გელა გნოლიძის ხელმძღვანელობით;
- 19: 40 სთ – ფოიერვერკი.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიას საახალწლო სამზადისი 404 321 ლარი უჯდება.
მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საახალწლო ნაძვის ხე 70 800 ლარად შეიძინა. ქუჩების ილუმინაციებით მორთვაში 197 100 ლარი გადაიხადა, ხოლო, 30 დეკემბერს დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებაში 136 421 ლარს დახარჯავს.