მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მახარატ ალახვერდიევმა ფრაქცია “ქართული ოცნება” დატოვა

332

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა კაჩაგანის და კასუმლოს ადმინისტრაციულ ერთეულში მახარატ ალახვერდიევმა ფრაქცია “ქართული ოცნება” დატოვა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

რადიო “მარნეულთან” საუბრისას მახარატ ალახვერდიევმა განაცხადა, რომ ის კვლავ რჩება საკრებულოში.

“ფრაქცია დავტოვე, მაგრამ საკრებულოში კვლავ ვრჩები. ჯერ არ ვიცი პარტია “ქართულ ოცნებას” დავტოვებ თუ არა”, – აცხადებს მახარატ ალახვერდიევი

საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კაჩაგანის და კასუმლოს ადმინისტრაციულ ერთეულებში არ ამბობს, თუ რატომ მიიღო ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილება. მისი განმარტებით, ფრაქცია საკუთარი სურვილით დატოვა.

მახარატ ალახვერდიევმა მარნეულის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” დატოვების შესახებ განცხადება 2022 წლის 4 დეკემბერს დაწერა