მარნეულში, ჯანდარის დასახლებაში, გარეგანათება დამონტაჟდება

385

მარნეულში, ჯანდარის დასახლებაში, გარეგანათება დამონტაჟდება. სამუშაოების შესყიდვისათვის ადგილობრუვმა თვითმმართველობამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. გარეგანათების მოწყობას მერია 2022 წლის ბიუჯეტით 5 234 ლარად გეგმავს.

“შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, მოცემულ ობიექტზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წელს. ნათურებზე გარანტია უნდა გავრცელდეს 2023 წლის 01 ივლისის ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ ნათურა დაზიანდა, შემსრულებელი ვალდებულია, ფაქტის დადგომიდან და შემსყიდველის მოთხოვნიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ნათურის შეცვლა ახლით. საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, უზრუნველყოს მისი აღმოფხვრა გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით“,  -აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

მარნეულის მერიამ ჯანდარის დასახლებაში გარეგანათების მოწყობის ტენდერი 9 დეკემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა მსურველ კომპანიებს 17-20 დეკემბრის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში შეასრულოს.