მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებ შორის მომხდარი დაპირისპირებისას “მთავარი არხის“ 2 ჟურნალისტს და 2 ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„მთავარი არხის” ინფორმაციით, ჟურნალისტ ჯეიჰუნ მუჰამედ ალის თავი აქვს გატეხილი. მათივე ცნობით, დაზიანებულია „მთავარი არხის” კამერა და მიკროფონი.
ასევე, ფიზიკურად გაუსწორდნენ და კამერები დაუზიანეს “საქართველოს პირველი არხის” გადამღებ ჯგუფსაც.