ექიმის განცხადებით, მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულ პირებს ტვინის შერყევა აღენიშნებათ

3240

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ექიმის განცხადებით, მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულ პირებს ტვინის შერყევა აღენიშნებათ. მისივე თქმით, თუ პაციენტების მდგომარეობა ხვალისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება პაციენტებს, სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ.

“ერთ-ერთ პაცინტს აღენიშნება ჰაიმორის წინა მედიალური კედლის მოტეხილობა,  ცხვირის ძვლის მოტეხილობა. მეორე პაციენტთან ტრავმული დაზიანებები არ არის გამოხატული, აქვს ზედაპირული დაზიანებები სახის არეში. ორივე პაციენტს აღენიშნება ტვინის შერყევა. პაციენტები ამ ეტაპზე კლინიკაში რჩებიან. თუ ხვალისთვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იქნება, სავარაუდოდ, ხვალ გაეწერებიან”, – განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, ცოტახნის წინ მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც. “მთავარი არხის” ჟურნალისტის თქმით, მას ხეში შემაყოფინეს თავი და 10 ადამიანი ურტყამდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

ომბუდსმენის ცნობით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები სიტუაციის დეტალურად გაცნობის მიზნით ადგილზე გაემგზავრნენ.

მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც“ და სამართალდამცველებს სწრაფად და მიუკერძოებლად გამოძიებისკენ მოუწოდა.

“ქართული ოცნების” განცხადებით კი, “ნაციონალური მოძრაობა” საბოლოოდ დაადგა წინასაარჩევნო კამპანიაში პროვოკაციებისა და ძალადობის გზას.