მარნეულელი სტუდენტები თბილისის მიმართულებით ტრანსპორტის გრაფიკის გაზრდას ითხოვენ

399

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა მარნეული-თბილისის მიმართულებით საღამოს 9 საათამდე უნდა გაგრძელდეს“ –  ამ მოთხოვნით სოციალურ ქსელში ონლაინ პეტიცია ვრცელდება. მარნეულელი გულგუნ მამედხანლის განმარტებით, ონლაინ პეტიციის მთავარი მიზანი ადგილობრივ თვითმართველობამდე პრობლემის შესახებ ინფორმაციის მიტანა და მოგვარების გზების გამონახვაა.

“ძვირფასო სტუდენტებო, ვიცით, რომ მარნეული-თბილისის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი (მარშრუტები და მიკროავტობუსები) 7 საათამდე მუშაობენ. ეს ართულებს ძირითადად მარნეულის მუნიციპალიტეტიდან მყოფი სტუდენტებს 7 საათის შემდეგ მისვლა-მოსვლას. გვსურს, მარნეულის მერიას წარვადგინოთ პეტიცია მარნეული-თბილისის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის 9 საათამდე გაგრძელების შესახებ. ამისთვის გთხოვთ, ხელი მოაწერეთ ონლაინ პეტიციაზე”.

ელექტონულ პეტიციას ამ დრომდე 164 ხელმომწერი ჰყავს.

გულგუნ მამედხანლის თქმით, ისინი ხელმოწერებს ფიზიკურ ფორმატშიდაც აგროვებენ და მარნეულის მერიას განცხადებით 15 დეკემბერს მიმართავენ.