პირები, ვინც მარნეულში აქტივისტებს ქველაძეს და მუმლაძეს თავს დაესხნენ იდენტიფიცირებული არიან

2891

წინა სტატია

შემდეგი სტატია

თავადსხმა ჟურნალისტებზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებზე. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.

სასტიკადაა ნაცემი “მთავარი არხის” ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი, ნაცემია ასევე ჩვენი სამი თანაშმრომელი, განაგდურებულია კამერები და აპარატურა. ჯეიჰუნ მუჰამედალი ამბობს, რომ ორი პირი, რომელიც მას ურტყამდა გადაღებული აქვს “მთავარი არხის” კამერებს. ჟურნალისტისვე თქმით, ადგილზე იდგა პოლიციაც.

მარნეულში თავს დასეხნენ და ფიზიკრუადფ გაუსწორდნენ სამოქალაქო სექტორის წარმოამდგენლებს, გონების დაკარგვამდე სცემეს ოპოზიციის ადგილობრივ წევრებსაც.

დაზარალებული ლაშა ქველაძე და გიორგი მუმლაძე ამბობენ, რომ პირების იდენტიფიცირება ვინც მათ თავს დაესხა არიან:

  • ამირან გიორგაძე – ადგილობრივი საკრებულოს წევრი
  • გიორგი შუბითიძე
  • ცოტნე და შერმადინ ბოჭოიძეები.

აღსანიშნავია, რომ გუშინდელ დაპირსპირებაზე გიორგი მუმლაძე გუშინვე საუბრობდა – მისი თქმით საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მისივე თქმით, უშუალოდ ხელმძღვანელობდა თავდასხმას, ხელს უშლიდა აქტივისტს დაერეკა სასწრაფოში, როდესაც დაპირისპირება დაიწყო. იქამდე კი თავს დაესხნენ აქტივისტს – ლაშა ქველაძეს დაახლოებით 10-მდე ადამიანი დაესხა თავს, მან დაზიანებები სახის არეში მიიღო. დამტვრეულია მისი კუთვნილი მანქანაც.

ცნობისთვის, 29 სექტემბერს, ღამით, მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც. “მთავარი არხის” ჟურნალისტის თქმით, მას ხეში შემაყოფინეს თავი და 10 ადამიანი ურტყამდა.

ექიმის განცხადებით, მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულ პირებს ტვინის შერყევა აღენიშნებათ.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

ომბუდსმენის ცნობით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები სიტუაციის დეტალურად გაცნობის მიზნით ადგილზე გაემგზავრნენ.

მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც“ და სამართალდამცველებს სწრაფად და მიუკერძოებლად გამოძიებისკენ მოუწოდა.

“ქართული ოცნების” განცხადებით კი, “ნაციონალური მოძრაობა” საბოლოოდ დაადგა წინასაარჩევნო კამპანიაში პროვოკაციებისა და ძალადობის გზას.