მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

536

წინა სტატია

შემდეგი სტატია

მარნეულში, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც ტელეკომპანია “მთავარის” გადამღები ჯგუფის წევრები არიან. ასევე, დაზიანდა ავტომობილიც. ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ჯგუფი.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ ამბავს წინ უძღვოდა დღეს მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, რაზეც შსს-ს ცნობით დაწყებულია გამოძიება.