გორის მერია: 2022 წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილობრივი ბიუჯეტის 50% მოხმარდა

312

გორის მუნიციპალიტეტის მერია 2022 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, წელს გორის მუნიციპალიტეტში ათეულობით ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რასაც ადგილობრივი ბიუჯეტის 50% მოხმარდა.

„გზები, გარეგანათება, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა – რეაბილიტაცია, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, დასასვენებელი და სპორტული სივრცეების მოწყობა – ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ბიუჯეტიდან 45 მილიონამდე ლარი გადანაწილდა. რეაბილიტირდა 60 კილომეტრამდე გზა, 3 საბავშვო ბაღი. ასევე მოეწყო 8 სკვერი, 9 სპორტული მოედანი, 11 სოფელში სასმელი წყლის სისტემა, აშენდა 3 საბავშვო ბაღი და ერთი სკოლა 2022 წელს 170 – მდე მცირე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში, რომლებიც მხოლოდ მოქალაქეების ინიციატივების დაფინანსებას ითვალისწინებს. ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით, შექმნილი მუნიციპალური პროგრამები, მოსახლეობას მათივე საყოფაცხოვრებო პირობების (საერთო სარგებლობის სივრცეების) გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს. გარდა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისა, პროგრამების მიზანი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის ზრდის ხელშეწყობაა“, – აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.