ჟორჟოლიანი: მოვედი, რომ არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარებაზე პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები შევიტანო

516

წინა სტატია

ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსი – სოციალ დემოკრატების” წევრი გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების შესატანად მოვიდა, რომლითაც პარლამენტი პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღებას შეძლებს.

ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტთან განაცხადა, როდესაც ის საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ცდილობდა, თუმცა ეს პიკეტირების გამო ვერ მოახერხა.

“პარლამენტში მოვედი იმიტომ, რომ მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების ხელახალი კენჭისყრა და მივიღოთ პროპორციული სისტემა. გამოსავალი მხოლოდ ეს არის და რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ეს მოესწროს 2020 წლამდე,”- აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” ნაწილი ცუდად მოიქცა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

„ე.წ.გერმანულ და ნებისმეიერ სხვა მოდელს, რომლითაც შესაძლებელი იქნება პროპორციული არჩევნების ჩატარება, ვეთანხმები“, – აცხადებს ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართული აქციის დროს პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოხდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დეპუტატებს არ მისცემენ საშუალებას შევიდნენ შენობაში და მუშაობა განაგრძონ. პროტესტის მიზანს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება წარმოადგენს.

შეგახსენებთ, გია ჟორჟოლიანი იყო მესამე დეპუტატი, რომელიც პარლამენტთან მივიდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მას პარლამენტში შესვლის საშუალება არ მისცეს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში 14 ნოემბერს ჩავარდა. ცვლილებებს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგი წავიდა. მათგან 37-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა.

ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით, ბლოკებით და 3%-აინი ბარიერით ჩატარდება.

განვითარებული მოვლენების გამო პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც მოძრაობის “სირცხვილია” და “შეცვალე” წარმომადგენლები მართავენ. აქციებს ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ. მათი ერთობლივი მოთხოვნაა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით და გარდამავალი მთავრობით.