მოძრაობა „სირცხვილიას” და „შეცვალეს” ორგანიზატორები, პარლამენტის შესასვლელის პიკეტირებას გეგმავენ

675

„ქუდზე კაცი. ყველანი უნდა მიხვიდეთ პარლამენტის შენობასთან, რადგან მერე იქნება გვიანი”, – ამის შესახებ აქცია „სირცხვილიას” ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა პარლამენტის შენობასთან მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.

მოძრაობა „სირცხვილიას” და „შეცვალეს” ორგანიზატორები პარლამენტის ცენტრალური შესასვლელის პიკეტირებას გეგმავენ.

აქტივისტებმა 19:00 საათზე ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსეს.

„დავიწყებთ, როგორც მინიმუმ ცენტრალური გამოსასვლელის პიკეტირებას. ყველანი უნდა მოხვიდეთ პარლამენტის შენობასთან, ახლა გვაქვს შანსი, რომ დავბრუნდეთ ევროპის ორბიტაზე. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ არ წავიდეთ რუსეთისკენ”, – განაცხადა მაქარაშვილმა.