“ოცნების” დეპუტატების სია, ვინც პროპორციულ სისტემაზე კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

4328

საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს.

კანონის მიღებას ხმა 101-მა დეპუტატმა მისცა. 3 წინააღმდეგი წავიდა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა.  სამი პროცედურის შემდეგ რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, მათგან 37-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.

ყველა დეპუტატი, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, უმრავლესობის წევრია.

“ქართული ოცნების” დეპუტატები, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ და ხმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეს, არიან: ენზელ მკოიანი, კახა ოქრიაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო “ოცნების” 37-მა წევრმა. ესენი არიან:

  1. აბუსერიძე ირაკლი
  2. ბერაია დაჩი
  3. ბოლქვაძე ანზორ
  4. გულორდავა გოგა
  5. ენუქიძე გოჩა
  6. ვახტანგაძე მუხრან
  7. ზურაბიანი ცოტნე
  8. თოლორაია ედიშერ
  9. კიკნაველიძე შალვა
  10. კობალაძე კობა
  11. კოპალიანი კარლო
  12. კოპაძე გიორგი
  13. ლურსმანაშვილი კობა
  14. მაკრახიძე იოსებ
  15. მანუკიან სამველ
  16. მაჭარაშვილი გურამ
  17. მახათაძე სულთან
  18. მეზურნიშვილი ირაკლი
  19. მეშველიანი გოგი
  20. მირზოევი სავალან
  21. მუჩიაშვილი რომან
  22. მხეიძე დიმიტრი
  23. მხეიძე პაატა
  24. ნავერიანი თამაზ
  25. პოღოსიანი რუსლან
  26. სონღულაშვილი დავით
  27. ქვარაია მერაბ
  28. ყაველაშვილი მიხეილ
  29. შიოლაშვილი ირაკლი
  30. ჩანქსელიანი გოდერძი
  31. ჩრდილელი ოთარ
  32. წილოსანი ნინო
  33. ხაბარელი შოთა
  34. ხაბელოვი ლერი
  35. ხახუბია ირაკლი
  36. ხუბულური თენგიზ
  37. ჯაფარიძე ვიქტორ

საკონსტიტუციო ცვლილებებს სრული შემადგენლობით დაუჭირეს მხარი “ევროპულმა საქართველომ”, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, “პატრიოტთა ალიანსმა” და უფრაქციო დეპუტატებმა.

პროპორციული საარჩევნო სისტემა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომელიც მოძრაობა #სირცხვილიამ წამუყენა ხელისუფლებას მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის გამო აქციები დაიწყო. პროტესტის მეხუთე დღეს მმართველ გუნდს დათმობაზე მოუწია წასვლა. პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ 2020 წელს არჩევნებს პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩაატარებდნენ.