101 მომხრე, 3 წინააღმდეგი – პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო

1289

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

საკითხის ჩავარდნას დარბაზში მცირე შელაპარაკებაც მოჰყვა.

პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საკმარისი ხმების მოგროვება ვერ მოხერხდა, ამიტომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით, ბლოკებით და 3%-აინი ბარიერით ჩატარდება.

საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი ბარიერით უნდა ჩატარებულიყო.

პროექტის მიხედვით, ამოღებული იყო ჩანაწერი 3%-იან საარჩევნო ბარიერსა და ასევე, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე.