სოხუმელმა ახალგაზრდებმა ბიჭვინთის აგარაკის გასხვისება გააპროტესტეს

381

სოხუმში ახალგაზრდები ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის შესახებ რუსეთთან შეთანხმების რატიფიცირების წინააღმდეგ გამოვიდნენ.

როგორც “რადიო ათინათი” აფხაზურ გამოცემა “ნუჟნაია გაზეტაზე” დაყრდნობით წერს, აქციის მონაწილეებმა, რომლებიც არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ წარმოადგენენ ქალაქის ქუჩებში შემდეგი შინაარსის პლაკატებით გაიარეს:

“მეგობრობის საფასურს მიწით არ იხდიან”, “ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს”, “ჩვენ გვჯერა აფხაზეთის”, “ჩვენ ვართ მიწების გასხვისების წინააღმდეგი”, “აფხაზეთის ტერიტორია ხელშეუხებელი და განუყოფელია”. ასევე, იყო მოწოდებები: “არ გაჩუმდე!” “დაიცავი ეროვნული ინტერესები!”.

აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ ე.წ. შეთანხმებას სოხუმსა და მოსკოვს შორის 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა ხელი.

შეთანხმების” თანახმად, ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში 49 წლიანი იჯარით. მასთან ერთად, ხელშეკრულება ამ მიწის მიმდებარედ საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც ითვალისწინებს.

დეფაქტო ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს მოსახლეობა შესაბამისი “კანონპროექტის” რატიფიცირების აუცილებლობაში და რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებით აშინებს მას. თუმცა, მოქალაქეების დიდი ნაწილი რუსეთისთვის სანაპირო მიწების გადაცემის წინააღმდეგ გამოდის.