თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

345

წინა სტატია

შემდეგი სტატია

“გადადგეს კალაძე” – ამ ლოზუნგით დედაქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციას სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მართავენ.

ადგილზე შეკრებილების აზრით, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა სხვა პირებთან ერთად კახა კალაძემაც უნდა აიღოს.

თბილისის მერიასთან, ასევე, მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში ახლადრეაბილიტირებულ შადრევანში ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი კი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

შეგახსენებთ რომ ვაკის პარკის მცირე კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციისთვის 6.5 მილიონი დაიხარჯა.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი.