თალაკვაძე: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით და 3%-იანი ბარიერით

638

“მიუხედავად იმისა რომ უმრავლესობის დეპუტატებმა მხარი დავუჭიირეთ კანონპროექტს, საკამარისი არ აღმოჩნდა მისაღებად. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება (პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე) პარლამენტის მხრიდან არ არის მიღებული. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებით და შერეული სისტემით, რაც ნიშნავს პროპორციულის გარკვეული წესების გამოყენებას 2020 წლის არჩვნებში. ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა”, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

კითხვაზე, თუ რატომ უარჰყო პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დაპირება ხალხის მიმართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ, მან თქვა, რომ” ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყოფილიყო ხმების საკმარისი მობილიზაცია უმრავლესობაში”.

“მიუხედავად იმისა, რომ პარტიის თავმჯდომარემ უმრავლესობის ორი სხდომა ჩაატარა და მოუწოდა დეპუტატებს, რომ მხარი დაეჭირათ პროპორციული სისტემის გადაწყვეტილებისთვის, საკმარისი ხმების მობილიზება დღევანდელ სხდომაზე ვერ მოხერხდა. ეს ხმები არ აღმოჩნდა ამ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა. კვორუმისთვის 113 ხმა იყო საჭირო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.