სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, პროფკავშირებთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ

365

სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, პროფკავშირებთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციასთან, ხელფასების 100%-ით ზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე ორ თვიანმა მოლაპარაკებებმა კონკრეტული შედეგი ვერ გამოიღო.

სასწრაფოში დასაქმებულები მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

“იყო ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრები. ჩაითვალა და გამოსვლებიც იყო თითქოს, ჩვენ მოლაპარაკებაზე წავედით და ისინიც მოლაპარაკებაზე წამოვიდნენ, მაგრამ 3- კვირიანი პაუზა იყო იმისა, რომ არაფერი გაკეთებულიყო. რაღაც გაურკვეველი იმედებია, მაგრამ რეალურად შედეგის მომცემი არც ერთი არ არის. ჩვენი უკიდურესი მოთხოვნაა ხელფასების მატება. ჩვენ გვინდა პრემიერ-მინისტრს ხმა მივაწვდინოთ და იმედი გვაქვს, რომ ნამდვილად ჩაერევა და ადეკვატურ შედეგს მივიღებთ“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, ნუგზარ ფოცხიშვილმა.