ბორჯომში საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით აქცია იწყება

892

წინა სტატია

ბორჯომში საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” მიერ დააანონსებული საპროტესტო აქცია იწყება. ისინი ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას მოითხოვენ.

ადგილი, სადაც ქართული ოცნების წევრები უნდა შეიკრიბნონ პოლიციაა მობილიზებული.

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი გიორგი ლომია თვლის, რომ მისმა თანაპარტიელმა, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაზა ჩაჩანიძემ სხდომის ოქმს ხელი უნდა მოაწეროს.

დღეს დილიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციის დამატებითი რაზმებია მობილიზებული. ვითარება აქ გუშინ, 28 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გართულდა. სახელისუფლო პარტიას, ოპოზიციასა და მერიის თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს. ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს და “ქართული ოცნება” უმცირესობაშია, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი “ქართული ოცნების” წევრია.