ე.წ ახალი უბნის დასახლებაში მტკვრის დამცავი საყრდენი კედლის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციის დაწყება მიმდინარე წელს იგეგმება. პროექტი მზად არის. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. მოსამზადებელი სამუშაოები გაზაფხულამდე დასრულდება.
დაზიანებული საყრდენი კედლის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 900 000 ლარია გამოყოფილი.
შეგახსენებთ, რომ 6 მაისს ბორჯომში მოსული უხვი ნალექის გამო, ახალი უბნის ქალაქის ცენტრთან დამაკავშირებელ გზაზე, მდინარე მტკვრის ადიდებამ მტკვრის დამცავი ჯებირის საძირკვლის ჩამოშლა გამოიწვია.