ბორჯომის მერია: მესხეთის N35 და N61-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადისა და ღობის რეაბილიტაცია დასრულდა

285

ბორჯომში, მესხეთის N35 და N61-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის და ღობის რეაბილიტაცია დასრულდა.

ბორჯომის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, აივანი და კარ-ფანჯარა, მოეწყო დეკორატიული ელემენტები და განათება. ასევე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს არსებულ ღობეს და თაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

მათივე ცნობით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „ბესთ ბილდ გრუპმა“ შეასრულა.

აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან 849 519 ლარი გამოყო.