ბორჯომის მერიამ საახალწლო გასანათებელი მოწყობილობების შესაძენად 127 650 ლარი გამოყო

363

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ ქუჩების მოსართავად, გასანათებელი მოწყობილობების შესაძენისთვის ტენდერი 127 650 ლარზე გამოაცხადა.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ვკითხულობთ, მიმწოდებელი ვალდებულია, საქონლის მიწოდება განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი)დღის ვადაში.  ჯამური რაოდენობა 3 000 ცალ გასანათებელ მოწყობილობას გულისხმობს.

პროექტის ტენდერზე წინადადებების მიღება 26 ნოემბერს დაიწყება და 28 ნოემბერს დასრულდება.