ბორჯომის მერია: დაბა ახალდაბაში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

390

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შენობის პირველ სართულზე იცვლება კარ-ფანჯარა, იხურება სახურავი, ფასადს უტარდება რეაბილიტაცია. ასევე, დაგეგმილია შიდა კიბის რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოებისათვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 247 237 ლარია გამოყოფილი.

მათივე ცნობით, სამუშაოებს შპს ,,ბესთ ბილ გრუპი” ასრულებს. ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წელს დაიწყო და 2023 წელს დასრულდება.