ბორჯომის მერია: ბორჯომში, ე.წ ექიმების მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

372

ბორჯომში, სააკაძის N2-ში, ე. წ ექიმების მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, აივანი და კარ-ფანჯარა, მოეწყობა დეკორატიული ელემენტები.

„ფასადების რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 205 518 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ბესთ ბილდ გრუპი” ასრულებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაციას მომავალ წელსაც გეგმავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.