ბორჯომის საკრებულოს სხდომა ისევ ჩხუბით დასრულდა, მერიის თანამშრომლები კი კვლავ უხელფასოდ დარჩნენ

1322

წინა სტატია

ბორჯომის საკრებულოს სხდომა კვლავ დაპირისპირებით დასრულდა. სხდომაზე მერიის თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდაზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, შედეგად კი ბორჯომის მერიის თანამშრომლები კვლავ ხელფასის გარეშე დარჩნენ.

დღევანდელ სხდომას ბოიკოტის რეჟიმში მყოფი “ქართული ოცნების” დეპუტატებიც შეუერთდნენ, რომლებიც ნოემბრის შემდეგ არც ერთ სხდომას არ დასწრებიან. თუმც,ა უმრავლესობაში მყოფ ოპოზიციასა და “ოცნებას” შორის დღის წესრიგით დაგეგმილი საკითხების განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

ორ კვირაში, 31 იანვრიდან დღემდე, ბორჯომში კვორუმის არარსებობის გამო, ხუთჯერ არ შედგა საკრებულოს სხდომა, რომელზეც ერთ-ერთ საკითხად ხელფასების ოდენობები უნდა განეხილათ. ამის გამო თვითმმართველობის 125 თანამშრომელს დღემდე არ აუღია იანვრის ხელფასი.