ბორჯომის მაღალმთიან სოფლებში, საკირესა და დგვარში, შიდა საუბნო გზები რეაბილიტაცია მიმდინარეობს

355

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, საკირესა და დგვარში, შიდა საუბნო გზის 1640 მ. მონაკვეთზე არმირებული ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ასევე ეწყობა ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე.

ბორჯომის მერიის განმარტებით, სოფელ დგვარში და საკირეში შიდა საუბნო გზა დაზიანებული იყო, რაც ართულებდა აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებას.

მერიაში აცხადებენ,რომ ადგილობრივ მოსახლეობას ახლა უკვე საშუალება ექნება იმოძრაოს განახლებული, კომფორტული და გაცილებით უსაფრთხო გზით.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 237 601 ლარი გამოიყო.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და მომავალ წელს დასრულდება.