ეს პარლამენტი პარლამენტის ვერცერთ ძირითად ფუნქციას სრულფასოვნად ვერ შეასრულებს და ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რომელიც ქვეყანაში გაყალბებულმა არჩევნებმა შექმნა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ მეათე მოწვევის პარლამენტის შემადგენლობის შეფასებისას განაცხადა, რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა.
მისი განმარტებით, წარმომადგენლობითი ორგანო გულისხმობს, რომ ის უნდა წარმოადგენდეს ხალხს და უნდა წარმოადგენდეს პოზიციების იმ მრავალფეროვნებას, რომელიც ამომრჩეველსა და...
ვენ გვექნება კონსულტაციები პირველ რიგში დიპლომატებთან, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ პროცესში. მათი აზრი რა თქმა უნდა საინტერესოა და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებს ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შესახებ დასმული კითხვის საპახუხოდ განუცხადა.
მისივე თქმით, დღეს იყო მნიშვნელოვანი დღე და მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე დეპუტატებმა ყველა საორგანიზაციო საკითხი განიხილეს.
„დაკომპლექტთა საქართველოს პარლამენტი, ავირჩიეთ თანამდებობის პირები და ეს...
თუკი ვინმე ოდნავ მაინც ქვეყანაზე ფიქრობს, და არა პარტიის ხვალინდელ დღეზე, ის მიიღებს რაციონალურ გადაწყვეტილებას, შემოვა პარლამენტში და შეეცდება კომისიის ფარგლებში არჩევნების გაყალბების რაიმე ნიშნები მოიძიოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„სიების გაწვევა არის მათი მოგონილი ფარსი. ვინც მათი მხრიდან პარლამენტში მოხვდა, ის საერთოდ არაა იმ სიაში, რომლის გაწვევის უფლებაც შესაბამისი პარტიის თავმჯდომარეს აქვს. იურიდიულად რომ განვმარტო,...
ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ თუ დარწმუნდება, "ოცნებას" 1%-ით მომატებული აქვს არჩევნებში ხმები, იმ პარლამენტში არ გაჩერდება.
"არჩევნები რომ არ გაყალბებულა, ამაში ვარ დარწმუნებული, ამიტომ ვაკეთებ ამ განცხადებას ძალიან თამამად. პარლამენტში შემოვიდნენ, შექმნან საგამოძიებო კომისია და საერთოდაც, რომ არ შექმნან, მე თუ დავრწმუნდები, რომ მართლა 1%-ით მომატებული გვაქვს, ამ პარლამენტში რა გამაჩერებს.", — განაცხადა სოზარ სუბარმა.
საქართველოს მთავრობამ უფლებამოსილება მოიხსნა. დღეიდან მინისტრები მოვალეობის შემსრულებლები არიან და პრემიერმა მთავრობის შემადგენლობა უნდა დაასახელოს.
საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტს მიმართა მთავრობის უფლებამოსილების მოხსნასთან დაკავშირებით.
პარლამენტმა პრემიერმინისტრის მიმართვა ცნობად მიიღო.
პარლამენტი ორი კვირის ვადაში ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას გამოუცხადებს.
პარლამენტს...
წინა სტატია
"ქარულმა ოცნებამ" საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა.
მათ შორის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ სოზარ სუბარი დაამტკიცეს.
დღესვე, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე დაამტკიცეს 15-ვე კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ – არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ – გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებად კახაბერ კუჭავა და დავით სერგეენკო დაამტკიცეს.
11 დეკემბერს პარლამენტში მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომა...
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცეს.
საქართველოს პარლამენტის წევრებმა თანამდებობებზე დაამტკიცეს:
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ – ანრი ოხანაშვილი;
2. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ – მიხეილ სარჯველაძე;
3. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ – ირაკლი ბერაია;
4. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარედ – ირაკლი ქადაგიშვილი;
5. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ – სოზარ სუბარი;
6. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ...
ჩემთვის დიდი პატივია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელება. ჩემი პრიორიტეტი იქნება ყველა ის მიმართულება, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტერგრაციის გზაზე, - განაცხადა გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, მაია ბითაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.
„ჩვენი პარტიის მთავარი პრიორიტეტი და მიზანია, რომ 4 წლისთავზე, გავაკეთოთ დასაბუთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გარემოს დაცვა არის ერთ-ერთი...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი არის იმ საქმიანობის გაგრძელება, რასაც მე ვაკეთებდი საქართველოს მთავრობის, პრემიერის ადმინისტრაციაში, - განაცხადა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტია. ესაა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, დიდი უფლებამოსილებაც და იმედი, მაქვს, რომ გავუძღვები. ზოგადად, თანამდებობებს არ ვუყურებ ასე - რა არის დაწინაურება, რა - დაქვეითება, არასწორად სვამთ კითხვას“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
საქართველოს პრეზიდენტი ახალი ჯანდაცვის სტრატეგიის, „მედეას“ შექმნის ინიციატივით გამოდის. განცხადება სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, მე-10 მოწვევის პირველი სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტად გამოხადების აუცილებლობა არსებული პანდემიის ფონზე ყველასთვის ნათელია. ამ სფერომ გამოავლინა გარკვეული მდგრადობა კრიზისის დაძლევაში, თუმცა, პრიორიტეტი უნდა გავრცელდეს მთლიანად მედიცინის დარგზე, რომელსაც ხვალინდელი ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთ წამყვან სექტორად გადაქცევის პოტენციალი გააჩნია.
ამისთვის ერთ მთლიან სტრატეგიაში უნდა მოექცეს...
პარლამენტი მზად არის, მხარი დაუჭიროს 2020-2024 წლებში ეკონომიკური რეფორმების გატარებას,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სანამ მას პარლამენტის თავმდჯომარედ აირჩევდნენ.
მისი თქმით, პარლამენტი აპირებს მხარი დაუჭიროს კერძო სექტორის მხარდამჭერი და ინოვაციური პროექტების დაფინანსებას, სოფლის მეურნეობის განვითარების ფინანსურ და ტექნიკური მხარდაჭერას, მსხვილი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას, მათ შორის, წყალმომარაგების, გაზიფიცირების, ელექტროენერგიისა და სწრაფ ინტერნეტზე წვდომის მიზნით,...
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს სხდომას მერის რანგში პირველად დაესწრო.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ხახალეიშვილმა ქალაქის განვითარების საკუთარ ხედვასა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
,,კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერებს იმისთვის, რომ მაქვს პატივი, ვიყო ამ ძირძველი ქალაქის მერი. მათ კი, ვინც ხმა არ მომეცით, ნამდვილად ვერ გისაყვედურებთ ამისთვის. თუმცა, ქუთაისის საკეთილდღეოდ გადადგმული ნაბიჯებით აუცილებლად დაგარწმუნებთ, რომ თქვენი გადაწყვეტილება სწორი არ იყო....
„დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი ვერ შედგა. ვერ შედგა ორი მიზეზის გამო: ის იყო ერთპარტიული და დღეს იქ არ იყო კონსტიტუციის ცვლილებისთვის საჭირო პარლამენტართა მინიმუმიც კი - 113 ადამიანი. ჩვენ, არჩევნების დასრულების დღიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ პარლამენტში შესვლას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ის ნამდვილად იქნება პარლამენტი, რაც ნიშნავს იმასაც, რომ იქ არის განსხვავებული აზრი და შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების...
მე-10 მოწვევის პარლამენტმა თავმჯდომარის მოადგილეები აირჩია. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი ვოლსკი დაამტკიცეს. არჩილ თალაკვაძის მოადგილეები ქიენბიან ასევე კახაბერ კუჭავა და დავით სერგეენკოც.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარეს დადგენილების პროექტს, რომლის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება ცნეს. დეპუტატებმა ერთიან სიას უყარეს კენჭი.
საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სხდომას მართავს. სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. სხდომა რეგლამენტით გათვალისწინებული დღის წესრიგით მიმდინარეობს.
საკანონმდებლო ორგანოს...
"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და "ქართული ოცნება" მომდევნო — თვითმმართველობის თუ რიგგარეშე არჩევნებში, "ახალი წესებით" დაამარცხოს.
"უნდა შევთანხმდეთ ოცნებასთან, გამოვგლიჯოთ ხელიდან ის, რისი მოთხოვნითაც მივედით, უნდა გვეყოს გამბედაობა და შევიდეთ იმ პარლამენტში. 60 ოპოზიციონერი ვიქნებით, მეხუმრებით? აქედან 90 მუთაქა ქართული ოცნების და იქედან 60 დაგეშილი ოპოზიციონერი. და მერე მივიდეთ თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება თუ რიგგარეშე...
„ნორმალური ვითარება, როდესაც ოპოზიციაც ხელისუფლებაშია, ჩვენ გვექნება მას შემდეგ, რაც ჩატარდება ნორმალური ვადამდელი არჩევნები და უკვე „ქართული ოცნება“, თუ შეძლებს კვლავ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას, ოპოზიციაში იქნება და შემოვა პარლამენტში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმი, მნიშვნელოვანია, საქართველო არ დადგეს თუნდაც იმ გზაზე, როდესაც ხალხი რეაგირებს რევოლუციით, სწორედ ამისთვის არის საჭირო ვადამდელი არჩევნები.
„ძალიან მადლიერები ვართ საქართველოს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































