“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და “ქართული ოცნება” მომდევნო — თვითმმართველობის თუ რიგგარეშე არჩევნებში, “ახალი წესებით” დაამარცხოს.
“უნდა შევთანხმდეთ ოცნებასთან, გამოვგლიჯოთ ხელიდან ის, რისი მოთხოვნითაც მივედით, უნდა გვეყოს გამბედაობა და შევიდეთ იმ პარლამენტში. 60 ოპოზიციონერი ვიქნებით, მეხუმრებით? აქედან 90 მუთაქა ქართული ოცნების და იქედან 60 დაგეშილი ოპოზიციონერი. და მერე მივიდეთ თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება თუ რიგგარეშე არჩევნები და ახალი წესებით დავამარცხოთ”, — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა TV პირველის ეთერში.
დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება ოფიციალურად ცნეს. საკანონმდებლო ორგანოს გარეთ, ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. სხდომა პროტეტის ფონზე მიმდინარეობს.
რას შეეხება ოპოზიციას, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; “ევროპული საქართველო”; “სტრატეგია აღმაშენებელი”; “ლელო საქართველოსთვოს”; “ლეიბორისტული პარტია”; “ერთიანი საქართველო” – ოპოზიციური პარტიებმა მოსწავლე ახალგაზრდობის ეზოში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე და პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.
მემორანდუმს ხელი არ მოაწერა ალეკო ელისაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ არც პარლამენტში შედის და არც განცხადებას აწერს ხელს.